ზუგდიდში ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა-ლიტანიობა მიმდინარეობს
ზუგდიდში ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა-ლიტანიობა მიმდინარეობს

A+ A-

14:26 09/11/2019

ზუგდიდში პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა-ლიტანიობა მიმდინარეობს. სასულიერო პირები მეუფე გერასიმესთან და მრევლთან ერთად გალობით ვლაქერნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიიდან დაიძრნენ და ფეხით მშენებარე ტაძრამდე მიემართებიან.

როგორც მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს უთხრა, მსვლელობა პატრიარქისადმი მადლიერების გამოსახატად დაიგეგმა და ბოლო დროს, ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

მსვლელობას სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდანაც უერთდებიან.