საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

A+ A-

13:55 09/11/2019

საქართველოს 11 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარები საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.