ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი გავიდა
ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი გავიდა

A+ A-

12:27 09/11/2019

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად გერმანიის დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

1989 წლის 9 ნოემბერს ნაგებობის თავზე მოექცნენ, რათა ჩაქუჩებით გაენადგურებინათ კომუნისტური დასავლეთისა და კაპიტალისტური აღმოსავლეთის გამყოფი კედელი. ამას წინ უძღვოდა მასობრივი დემონსტრაციები, რომლის შემდეგაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დასავლეთ ბერლინთან შეზღუდვები მოხსნ ა. აღნიშნული დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა სასაზღვრო ნაგებობა დაინგრა და დარჩა მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი – ომის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო. დღეს ეს რეგიონი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობაა. კედლის მშენებლობა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყეს. ამ დღიდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე 155-კილომეტრიანი კონსტრუქცია თაობებისთვის იდეოლოგიური და ფიზიკური დაყოფის სიმბოლო იყო.