ხელოვნების ასეთი ნიმუშები არ უნდა იყოს განხილვის საგანი - ანიტა რაჭველიშვილი
ხელოვნების ასეთი ნიმუშები არ უნდა იყოს განხილვის საგანი - ანიტა რაჭველიშვილი

A+ A-

20:14 08/11/2019

ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი პირველ ქართულ გეი ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საოპერო მომღერალის განცხადებით, ხელოვნების ასეთი ნიმუში კამათის საგანი არ უნდა იყოს.

“Great Movie! A must watch. ხელოვნება და ხელოვნების ასეთი ნიმუშები არ უნდა იყოს ზედმეტი კამათის და განხილვის საგანი! ეს გენიალური ფილმია და ყველამ უნდა ნახოს! უნდა ნახოს იმიტომ რომ ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია.

იმიტომ რომ ყველა სიყვარულის და ღვთის შვილები ვართ! ნომინირებულია ეს ფილმი ოსკარზე,იქნებ ამან მაინც მოგილბოთ გული მათ ვინც ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებით!“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ამ წუთებში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.