მივიწევ კარისკენ, თავში მხვდება ჯოხი, ვაღებ კარს და "შტეფცელიდან" ვთიშავ დენს - ფალავანდიშვილი
მივიწევ კარისკენ, თავში მხვდება ჯოხი, ვაღებ კარს და "შტეფცელიდან" ვთიშავ დენს - ფალავანდიშვილი

A+ A-

16:41 08/11/2019

ფილმის And Then We Danced--ის ჩვენების ჩაშლის ახალი გეგმა, ჰომოფობიური მოძრაობის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილმა შეიმუშავა.

ფალავანდიშვილის თქმით, კინოთეატრში შევა და “შტეფცელიდან” დენს გათიშავს.

“მივიწევ კარებისკენ, თავში მხვდება ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ, მივდივარ, მივდივარ და ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ, ვაღებ მშვიდად, ლამაზად კარს და “შტეფცელიდან” ვრთავ დენს”, — ამბობს ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, ჯერ არ იცის, სად არის “შტეფცელი”. მისივე თქმით, სხვა ფილმზე შესვლა და შემდეგ დარბაზში დარჩენა უნდოდა, მაგრამ არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაქართველოს რამოდენიმე კინოთეატრში, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა იმართება, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხირან პროტესტი მოყვა. 

რედაქციისგან:

"2020NEWS" ემიჯნება და გმობს ჰომოფიურ განცხადებებს.