ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

A+ A-

13:54 08/11/2019

ზაქრო ბუთხუზი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გორის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

ცნობისთვის, 28 წლის ახალგაზრდა საკუთარ ნაკვეთში, სოფელ ქვეშის განაპირას, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა სამხედროებმა 6 ნოემბერს დააკავეს.

ზაქრო ბუთხუზი ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს,ის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 4 წლის წინაც იყო წაყვანილი.