ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა
ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

A+ A-

11:48 08/11/2019

საფრანგეთში, ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ “Tellerreport“ “Louis Vuitton“-ის მოდის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პატრიკ-ლუი ვიტონი სავაჭრო სახლის “Louis Vuitton“-ის დამაარსებლის შვილიშვილი იყო და კომპანიაში მუშაობა 1973 წელს დაიწყო, რითაც ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მოდის სახლია.