პრეზიდენტი, რომელიც დაცვის გარეშე დადის - ავსტრიის პირველი პირი მეტროში
პრეზიდენტი, რომელიც დაცვის გარეშე დადის - ავსტრიის პირველი პირი მეტროში

A+ A-

18:46 07/11/2019

ვენის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს, როგორ მგზავრობს ავსტრიის პრეზიდენტი ვენის მეტროში, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.

“მომენტი, როდესაც გამოსვლის ტექსტში შეცდომით დასმულ მძიმეს იპოვი”, – წერია ფოტოს აღწერაში.

ფოტოზე ჩანს, რომ ალექსანდერ ვან დერ ბელენი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე დოკუმენტებს ეცნობა.

უცხოური მედიისთვის დღეს გავრცელებული ამბავი ახალი არ არის. საქმე იმაშია, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ვან დერ ბე­ლე­ნი მეტ­რო­ში შე­ნიშ­ნეს. ავსტრიის პრეზიდენტი, რომელიც დაცვის გარეშე დადის, ხში­რად მგზავ­რობს სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტით.