ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, იმედია, ამას დამატებითი, პოლიტიკური სპეკულაციები არ მოყვება - მიხეილ ბატიაშვილი
ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, იმედია, ამას დამატებითი, პოლიტიკური სპეკულაციები არ მოყვება - მიხეილ ბატიაშვილი

A+ A-

11:48 07/11/2019

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა სა სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან თანამდებობის დატოვების შემდეგ აღნიშნა, საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან მოახმარს, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.

„უფრო მეტიც, ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას.

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ყოფილმა მინისტრმა სამთავრობო გუნდს, სამინისტროს თანამშრომლებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მედიას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს. მადლობა თქვენ, მედიას, იმისთვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბატიაშვილი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.