კახეთში 61 წლის ქალი ხელებდამტვრეული და გარდაცვლილი იპოვნეს
კახეთში 61 წლის ქალი ხელებდამტვრეული და გარდაცვლილი იპოვნეს

A+ A-

10:58 07/11/2019

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში, 61 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. მას ხელები აქვს დამტვრეული. სოფელ არბოშიკის მერის წარმომადგენლის, მურად ელაშვილის ინფორმაციით, ქალი ძმისშვილმა და მეზობელმა აღმოაჩინეს. როგორც არბოშიკში ამბობენ, ქალბატონი სოფელში მარტო ცხოვრობდა.

„ურეკავდნენ, სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება. პოლიცია მუშაობს“, - განაცხადა სოფლის რწმუნებულმა, მურად ელაშვილმა. ფაქტს ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილიც.

„ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა, დეტალებზე, ბევრი არაფერი“ - განაცხადა ჯანიაშვილმა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალბატონს ძალადობის კვალი აღენიშნება და მას ხელები აქვს დამტვრეული.

მომხდარ ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლითაა აღძრული. სისხლის სამართლის ეს მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.