ბათუმის "ჰილტონში" თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ევაკუაცია გამოცხადდა
ბათუმის "ჰილტონში" თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ევაკუაცია გამოცხადდა

A+ A-

10:07 06/11/2019

ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში“,  სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია  უნდა დაიწყოს, სახანძრო-საევაკუაციო განგაში გამოცხადდა. დელეგატებს დარბაზი რამდენიმე წუთით დაატოვებინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საევაკუაციო სიგნალი მოულოდნელად ჩაირთო და სტუმრებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს. კონფერენციის მონაწილეები ფოიეში ჩავიდნენ, თუმცა შენობა არ დაუტოვებიათ.  

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, განგაშის გამოცხადების მიზეზი სამზარეულოში დაკვამლიანება გახდა, რის გამოც დეტექტორი  ჩაირთო. ამ დროისთვის სასტუმროში სიმშვიდეა. სტუმრები საკონფერენციო დარბაზში მალევე დაბრუნდნენ.