დედა დამეღუპა და ვერ ვმარხავ - 22 ლარი ვაქვს პენსია ვეტერანებს"- ვეტერანების ხმაური პარლამენტში
დედა დამეღუპა და ვერ ვმარხავ - 22 ლარი ვაქვს პენსია ვეტერანებს"- ვეტერანების ხმაური პარლამენტში

A+ A-

15:15 05/11/2019

ომის ვეტერანები ლაშა ქანთარია და ბადრი შუბლაძე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ნახვას ითხოვდნენ.  თუმცა, ვეტერანებთან სესიაშვილის ნახვა ვერ მოახერხეს.

ვეტერანები 22-ლარიანი პენსიის გაზრდას ითხოვდნენ: 

„ცოლი მე არ მყავს, შვილი მე არ მყავს, დამაბერეს, ამ ნაძირლებმა, შეგვხვდნენ ჩინოვნიკები, საფრანგეთში რომ დაბრძანდებიან. 22 ლარზე ვართ დამოკიდებული, მიიღონ კანონი ჩვენს შესახებ, სანამ დროა. უამრავი ვეტერანი დაიღუპა, მეც მალე მოვკვდები. ორი ინფარქტი მაქვს გადატანილი.  22 ლარს რომ გიხდის სახელმწიფო, შეიძლება, ღირსებაზე იყოს საუბარი? ღირსეულად თუ არ გაგზარდე, წამოხვალ, იომებ? 22 ლარად წამოხვალ და იომებ? გავიგონე, წეღან, ვიღაც ამბობდა, რატომ ამოუშვით პარლამენტში, გიჟები არიანო. ახლა გვეუბნებიან არ ზის აქ სესიაშვილიო. ავღანეთში, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიბრძოდი, დედა დამეღუპა, პატივი მინდა მივაგო, დედა მინდა დავმარხო. ვითხოვ დახმარებას, დამეხმარნონ, რომ დედა დავმარხო",-  განაცხადა ვეტერანმა მედიასთან.