“მეუფე ზოსიმეს მამათმავლობის ფაქტის მოწმეები სასულიერო პირები არიან“ - ახალი სკანდალი საპატრიარქოში
“მეუფე ზოსიმეს მამათმავლობის ფაქტის მოწმეები სასულიერო პირები არიან“ - ახალი სკანდალი საპატრიარქოში

A+ A-

13:51 05/11/2019

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მამა გიორგი სხილაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც სასულიერო პირი წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტს, ზოსიმე შიოშვილს სოდომურ ცოდვაში ამხელს:

“ამ ფაქტს ვადასტურებ. როდესაც ვსწავლობდი სასულიერო სემინარიაში, პრივატულ დონეზე, მათ შორის ლექციების მსვლელობისას, ამ საკითხზე ცალკეული პედაგოგები საუბრობდნენ.  ეს იყო ისტორიული ფაქტი, როდესაც მეუფე ზოსიმე ბრძანდებოდა რექტორი აღნიშნული სასწავლებლისა, იგი გაეხვა სექსუალურ სკანდალში. ამის თვითმხილველი და მოწმე იყო რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა ზაქარია ფერაძე, რომელიც მსახურობს კვიპროსზე, მამა იაკობი, რომელიც საგურამოში მსახურობს, მისი გვარი დანამდვილებით არ მახსოვს და კიდევ რამდენიმე ფიგურანტი, ვინც მას (შიოშვილს) ხელს ადებდნენ სექსუალურ შევიწროებაში. აქ იყო საუბარი მამათმავლობაზე. იმისათვის, რომ საკითხი არ გამოძიებულიყო, ზოსიმე შიოშვილმა დატოვა თანამდებობა.  შეიძლება, ითქვას, რომ მაშინ მან (ზოსიძემ) ხელი დააფარა საპატრიარქოს “,- განაცხადა ტიგინაშვილმა.

კითხვაზე, თბილისის სასულიერო აკადემიაში რამდენად ხშირად ფიქსირდებოდა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტები?! - ტიგინაშვილი გვასუხობს, რომ აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ხშირად ჰქონდა.

“ჩემი სტუდენტების პერიოდში მსგავსი ტიპის გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა,  ცალკეული პედაგოგების  მიმართ არსებობდა სტუდენტური წუხილი. სტუდენტთა ნაწილი ამბობდა, რომ ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ასეთი (საუბარია სოდომურ ცოდვაზე)  შემოთავაზება პედაგოგების მხრიდან. ხშირად იყო საუბარი იმაზეც, რომ კათოლიკოს-პატრიარქი არ რეგირებდა ამ თემაზე.

ეს არის გაგრძელება იმ ტრენდისა, რომელიც ეკლესიაში არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვით ხდებოდა მაღალ თანამდებობებზე სასულიერო პირების განმწესება იყო ჰომეოსექსულობა, რამეთუ “კაგებე“ და შემდეგში “ფეესბე“ ამ ნიშნით აშანტაჟებდა მაღლი იერარქიის წარმომადგენლებს.  ის ადამიანები, რომლებზეც ძალადობის მცდელობა განხორციელდა, დღეს არიან სასულიერო პირები და ექვემდებარებიან საქართველოს საპატრიარქოს“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მამა გიორგი სხილაძე მიტროპოლიტ ზოსიძე შიოშვილს მამათმავლობაში ამხელს.  მან სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა:                

 “1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა;  ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“,  გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!“,  - წერს მამა გიორგი სხილაძე.

მამა გიორგი სხილაძე ხელწერილზე ექსპერტიზის ჩატარების ინიციატივითაც გამოდის: ”ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა”.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე