ბიძინა განიცდის მწვავე ნოსტალგიას იმ დროზე, როდესაც ყველას უყვარდა - ხუხაშვილი
ბიძინა განიცდის მწვავე ნოსტალგიას იმ დროზე, როდესაც ყველას უყვარდა - ხუხაშვილი

A+ A-

10:59 05/11/2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი იმ დროის ნოსტალგიას განიცდის, როცა ის ყველას უყვარდა. 

„მთლიანობაში ბიძინას ინტერვიუზე ალბათ ხვალ დიანასთან ერთად ვისაუბრებთ გადაცემაში. ახლა კი მხოლოდ ერთ ფსიქოლოგიურ დაკვირვებას დავაანონსებ - ბიძინა განიცდის მწვავე ნოსტალგიას იმ დროზე, როდესაც ის ქველმოქმედად მიაჩნდათ და ყველას უყვარდა. ამიტომ ცდილობს, ყველაფერი რასაც დღეს აკეთებს, პოლიტიკიდან დაწყებული და ბიზნესით დამთავრებული, ქველმოქმედების რანგში გადაიყვანოს და ისევ ყველას შეუყვარდეს“... წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი ხედვა რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.