საბერძნეთში, ქართველი მძღოლი, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა, პოლიციაში იკითხება
საბერძნეთში, ქართველი მძღოლი, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა, პოლიციაში იკითხება

A+ A-

10:17 05/11/2019

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ, საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება.

მედიის ცნობით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.

მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავამდყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად დაღუპა. მედიის ინფორმაციით, მას არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.