პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტები მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით  მიიღებენ
პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტები მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით  მიიღებენ

A+ A-

10:14 05/11/2019

 

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ინოვაციური სერვისი ინერგება - პირველადი ჯანდაცვის სექტორში, პაციენტები მომსახურების მიღებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებითაც შეძლებენ.

 „პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ - არის ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევების ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სპეციალური ვიდეო ზარის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.

ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება და თავდაპირველად 25 ლოკაციაზე განთავსდება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.