2020 წლის ოლიმპიური ცეცხლი 12 მარტს აინთება
2020 წლის ოლიმპიური ცეცხლი 12 მარტს აინთება

A+ A-

16:35 04/11/2019

2020 წლის ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიაში 12 მარტს აინთება, რის შემდეგადაც საბერძნეთში საესტაფეტო ტური დაიწყება. ოლიმპიური ცეცხლის იაპონური მხარისთვის გადაცემის ცერემონია, 19 მარტს, ათენში,”პანათინაიკოსის” სტადიონზე ჩატარდება.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 121 დღეს გასტანს, სტარტს აიღებს 26 მარტს და მთელ იაპონისა მოიცავს, ვიდრე 2020 წლის 24 ივლისს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე აინთება.