მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირება დაიწყო
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ტესტირება დაიწყო

A+ A-

11:52 02/11/2019

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირება იწყება. 175-ე საჯარო სკოლაში პედაგოგთა რეგისტრაციის პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე გაეცნო. საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, დაადასტურონ თავისი კომპეტენცია. გარდა ამისა, მასწავლებლობის მსურველები საგნის მეორედ ჩაბარებას შეძლებენ.

„ტესტირების დაახლოებით 26 ათასი მონაწილიდან 11 ათასი მასწავლებლობის მსურველია, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. იმედი მაქვს, რომ მასწავლებლები ამ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევენ“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

ტესტირება დღეს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება. საბოლოო შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეკემბერში გამოაცხადებს.