ოღონდ 20/20 -ის არჩევნები მოიგოს, ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს - ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
ოღონდ 20/20 -ის არჩევნები მოიგოს, ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს - ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

A+ A-

11:30 02/11/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აბანოების შეძენას სოციალური ქსელით ეხმაურება.

“ჯერ სად ხართ ?! მარტო წყალტუბოს რეაბილიტაციას კი არა, ოღონდ 20/20 -ის არჩევნები მოიგოს და გადარჩეს, ბაზალეთის ტბაშიც ჩაყვინთავს და ოქროს აკვანსაც ამოიღებს. საქართველოს ცხვირით გადაჩიჩქნის, თამარ მეფის და რუსთაველის საფლავები რომ იპოვოს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის და ათონის ივერონის ყიდვასაც დაგპირდებათ, ქორწილში მეჯვარედ წაყვება ყველა ახალდაქორწინებულს, იალბუზზე ფეხით ავა და ამირანს აუშვებს, 3 მილიონი ქართველის ფეხის დაბანის რიტუალსაც შეასრულებს და ა.შ. მთავარია, თქვენ გახსოვდეთ, რომ თაღლითები არ იცვლებიან და თაღლითებად რჩებიან, მითუმეტეს მის ასაკში“, - წერს ოქრუშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.