სალხინოში სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი მეუფე პეტრეს განყენების გამო გადადგა
სალხინოში სკოლა-გიმნაზიის პრორექტორი მეუფე პეტრეს განყენების გამო გადადგა

A+ A-

13:34 01/11/2019

სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. წასვლის მიზეზად დანელია აცხადებს, აღნიშნული სკოლა-პანსიონი მეუფე პეტრეს დაარსებულია, ამ დრომდე პატრონაჟს უწევს და მეუფის გარეშე სკოლაში მისი ადგილი არ არის.

„ეს სკოლა არის სპეციფიკური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები და აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. აქ ბავშვები იკვებებიან. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას. ასე არ არის. მეუფემ საჭიროდ ჩათვალა დამშვიდობება ბავშვებთან და პედაგოგებთან. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვეღარ ვხედავ“, – განაცხადა სკოლა-პანსიონის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა დროზე ადრე პირველი პეტრე ცაავამ დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.