ტელეკომპანია "პირველს" ემუქრებიან - "2020NEWS" გმობს მედიაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს
ტელეკომპანია "პირველს" ემუქრებიან -  "2020NEWS" გმობს მედიაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს

A+ A-

19:08 31/10/2019

ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა ფეისბუქზე ტელევიზიისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა.

"რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს. კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას", - წერს სოციალურ ქსელში წერეთელი.

საინფორმაციო სააგენტო "2020NEWS" გმობს მედიაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.