ლერი ხაბელოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი
ლერი ხაბელოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

A+ A-

19:00 29/10/2019

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა  ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის სახელობის რიგით მე-5 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.

ტურნირში  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და ისრაელის  გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო სამეულები 10 წონით კატეგორიაში შეივსო.

ყველაზე მეტი 8 გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს ჰყავს, ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი რუსეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, სომხეთის გუნდის ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია, აზერბაიჯანელებს 4 ბრინჯაო ხვდად წილად.

45 კგ
1. გორ გრიგორიანი (სომხეთი)
2. დათო ფარტენაძე (აჭარა)
3. თორნიკე ასაბაშვილი (საგარეჯო)
3. ლაშა ლომიძე (ხაშური)

48 კგ
1. ალან ხუბაევი (რუსეთი)
2. ნიკა აქიაშვილი (თბილისი-ორც)
3. ივანე ტურაშვილი (ყვარელი)
3. საბა კობახიძე (ამბროლაური)

51 კგ
1. თაზო სულამანიძე (ქუთაისი)
2. ნიკოლოზ სანთელაძე (ამბროლაური)
3. ომარ გულმამედოვი (აზერბაიჯანი)
3. შალვა ლუაშვილი (ყვარელი)

55 კგ
1. ლუკა ღვინჯილია (აფხაზეთი-ორც)
2. ფარნაგ კომაევი (რუსეთი)
3. ნიკა მელაძე (აჭარა)
3. რეზო ბერიანიძე (კასპი)

60 კგ
1. ბეჟან ბარსონიძე (ამბროლაური)
2. ჰაიკ აბრამიანი (სომხეთი)
3. ილიას ისაევი (აზერბაიჯანი)
3. თორნიკე ტულაშვილი (საგარეჯო)

65 კგ
1. გიგი ქურხული (საგარეჯო)
2. დავიდ ზასეევი (რუსეთი)
3. ილია მუკბანიანი (ხონი)
3. ედვარდ პოღოსიანი (გორი)

71 კგ
1. ოთარ ადეიშვილი (სამტრედია)
2. ტიმურ ბარტოვი (ისრაელი)
3. მირზა გაჯიევი (ყვარელი-ორც)
3. დავით კუჭუაშვილი (საგარეჯო)

80 კგ
1. ნიკა ფესტვენიძე (ქუთაისი)
2. ნიკა ფანცულაია (ქუთაისი)
3. ავერ ვერეშაგიანი (რუსეთი)
3. საბა ზაქრაძე (თბილისი)

92 კგ
1. მამუკა კალაიჯიშვილი (გარდაბანი)
2. სარმატ ფუხაევი (რუსეთი)
3. იუსიფ დურსუროვი (აზერბაიჯანი)
3. ხაჩატურ ხაჩატრიანი (სომხეთი)

110 კგ
1. ლუკა რურუა (ბაღდათი)
2. დავიდ ხადიკოვი (რუსეთი)
3. აზან ისმაილოვი (აზერბაიჯანი)
3. ალეკო ქადაგიძე (აჭარა)