საუკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი, ცხინვალის საავადმყოფოში ქალი გარდაიცვალა
საუკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი, ცხინვალის საავადმყოფოში ქალი გარდაიცვალა

A+ A-

10:56 29/10/2019

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა.

70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს.

მარგო მარტიაშვილი სოფელ იკოთიდან იყო. შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.