კიბერშეტევის გამო განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა - “იმედის“ იურისტი
კიბერშეტევის გამო განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა - “იმედის“ იურისტი

A+ A-

17:43 28/10/2019

სავარაუდოდ ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანია „იმედი“ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.

გამოძიება 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები. „იმედის“ იურისტის ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია. „ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ."- აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი. კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა ის საზღვარგარეთ დაიგეგმა. დღეს რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა: ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "I'll be Back" ("დავბრუნდები").