ფილადელფიაში საოპერო მომღერალს დავით ღვინიანიძეს “ქართული ბრენდის დღეზე“ დააჯილდოვებენ
ფილადელფიაში საოპერო მომღერალს დავით ღვინიანიძეს “ქართული ბრენდის დღეზე“ დააჯილდოვებენ

A+ A-

12:09 25/10/2019

სოულისა და ჯაზის ცნობილი შემსრულებელი ალა რიდი, ქართველ მომღერალთან დავით ღვინიანიძესთან ერთად, 25 ოქტომბერს ფილადელფიაში კონცერტს გამართავს. სოლო კონცერტამდე, ფილადელფიაში მცხოვრები ქართველები და დავითის შემოქმედების თაყვანისმცემლები, მისი რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერებსა თუ არიებს მოისმენენ.

გარდა ამისა, დავით ღვინიანიძეს, რომელიც საქველმოქმედო ფონდ “მსოფლიო ტალანტები "-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტია, წელს “ ქართული ბრენდის დღეზე " დაჯილდოვდება.

“მსგავსი შეხვედრები და დაჯილდოვება არის სტიმული, აზრთა გაცვლა კი აუცილებელი, ურთიერთობები კი ცხოვრება. მე მზად ვარ ტრადიციად ვაქციო მსგავსი შეხვედრები და ასევე “ ქართული ბრენდის დღეს "მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოვუცხადო. ყველა წარმატებული ქართველი კი, ქვეყნის ძალაა და იმედი. ასევე, უნდა დავაფასოთ ის ადამიანი, ვინც წლების წინ ეს გრანდიოზული დღესასწაული მოგვიწყო და მინდა მადლობა გადავუხადო “ბრენდს დღის" დამფუძნებელს ქალბატონ მანანა გეგიძეს ჩემი შემოქმედებისა და ფონდის საქმიანობის დაფასებისათვის, "- განაცხადა დავით ღვინიანიძემ.

შეგახსენებთ, საქველმოქმედო ფონდი “მსოფლიო ტალანტები " 2018 წელს დაფუძნდა და ცენტრი ყველა ქვეყნიდან მასპინძლობს ნიჭიერ ახალგაზრდებს. 27 ოქტომბერს კი თავად დავით ღვინიანიძე სოლო კონცერტზე საპატიო და სამადლობელ დიპლომს გადასცემს “ბრენდის დღის დამფუძნებელს " და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ერთად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.

მანანა გეგიძე: „მოხარული ვარ, რომ ისეთი სოლიდური ორგანიზაცია როგორიცაა ,,მსოფლიო ტალანტები დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გახდა ჩვენი პროექტის, ,,ქართული ბრენდის დღის "პარტნიორი. ასევე მინდა გაუწყოთ, რომ ქართული ბრენდის დღის საპატიო ჯილდო დავით ღვინიანიძეს გადაეცემა. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ბევრ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მომავალში".