სააკაშვილთან შეხვედრის დრო მოვიდა, გიორგობამდე შევხვდები - გუბაზ სანიკიძე
სააკაშვილთან შეხვედრის დრო მოვიდა, გიორგობამდე შევხვდები - გუბაზ სანიკიძე

A+ A-

11:39 25/10/2019

“გამარჯვებეული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. როგორც სანიკიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, სააკაშვილთან შეხვედრას გიორგობამდე გეგმავს.

-ბატონო გუბაზ, რატომ გაგიჩნდათ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი?

-სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ის არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. სააკაშვილის პარტია “ნაციონაური მოძრაობა“ საქართველოში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. აქედან გამომდინარე, საჭიროა მასთან შეხვედრა. სააკაშვილს გიორგობამდე უნდა შევხვდე.

- კონკრეტულად რასთან დაკავშირებით აპირებთ ექსპრეზიდენტთან საუბარს?

- ეს ისეთი თემაა ამჟამად ვრცლად ვერ ვისაუბრებ. სააკაშვილთან ვისაუბრებ თითქმის ყველა თემაზე, საქართველოში არსებულ რთულ ვითარებაზე და ბუნებირვია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

- მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას საზოგადოების ის ნაწილი გაგიგებთ, რომლებთან ერთადაც “ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხეთ?

- საზოგადოების მიმართ მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა, პოლიტიკაში ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ იმას, რასაც თავად ჩავთვლი საჭიროდ. ვთვლი, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დრო მოვიდა.

- ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველში მის დაბრუნებას რევოლუცია მოჰყვება. თავად აპირებთ, რეოლუციის მოხდენის მიზნით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ხელი შეუწყოთ?

- ჩემი სათქმელი გითხარით. ჩვენი საუბარი ძალიან საინტერსო იქნება. ბევრი რაღაცები ითქმება, ბევრი - არა...

- არსებობს მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მარცხის ფორმულაა. რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ?

- სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ადასტურებს. ასე, რომ აღნიშნული პოზიცია სწორი არ არის.

- როგორ ფიქრობთ, ფომულა “ყველა ერთის წინააღმდეგ“ გაამართლებს?

- რა თქმა უნდა, გაამართლებს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, თუკი დადგება სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების აუცილებლობა, “ქართულ ოცნებათან“ თანამშრომლობა გამორიცხულია. დანარჩენი რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე