როდის უნდა დატოვოს ციხე ბაჩო ახალაიამ?
როდის უნდა დატოვოს ციხე ბაჩო ახალაიამ?

A+ A-

13:03 22/10/2019

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, მეუღლე ანა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც მისი მეუღლის ციხეში ყოფნის ვადაზეა საუბარი. ნადარეიშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას მიუსაჯეს 9 წელი და ის 2012 წლის 6 ნოემბრიდან ზის ციხეში, თუმცა მოსამართლე ნათია გუდაძის განჩინებით, იგი ციხეს ტოვებს 2022 წლის 2 მარტს.

“X-ს მიუსაჯეს 9 წელი. იგი დააკავეს 2012 წლის 6 ნოემბერს და მას შემდეგ ზის ციხეში.
ამოცანა გვეკითხება, როდის უნდა დატოვოს ციხე X-მა?” – სვამს კითხვას ანა ნადარეიშვილი.

“ბაჩო ახალაიას მიუსაჯეს 9 წელი. 2012 წლის 6 ნოემბრიდან ზის ციხეში და მოსამართლე ნათია გუდაძის განჩინებით იგი ციხეს ტოვებს 2022 წლის 2 მარტს. არ ვიცოდი თუ ქოცებს ნაკიან წელიწადში 16 თვე ჰქონდათ” – წერს სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლე.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და თანამდებობის დაკავება 3 წლის ვადით აუკრძალა.