მინსკის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მინსკის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

12:29 22/10/2019

მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 38 წლის მამაკაცი, 20 ოქტომბერს მინსკიდან ბუდაპეშტში გაფრენას ცდილობდა.

ბელორუსის მესაზღვრეებმა ის პოლიციას გადასცეს.

აღნიშნული ინფორმაცია, მინსკის აეროპორტის საბაჟო სამსახურმა გაავრცელა.