სამართალდამცველებმა ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში, რვა შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი
სამართალდამცველებმა ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში, რვა შვილი სახლში ჰყავდა გამოკეტილი

A+ A-

02:36 21/10/2018

სამართალდამცველებმა სვანეთში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში შვილები სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.

მიმდინარე წლის დასაწყისში მედიით ცნობილი გახდა, რომ მამას სვანეთში რვა შვილი წლები სახლში გამოკეტილი ჰყავდა. შვილების ასაკი 7-დან 21 წლამდეა. ბავშვებს სკოლასა და ბაღში არ უვლიათ.