მილიარდერი მარკ ბენიოფი “ფეისბუქის“ გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს
მილიარდერი მარკ ბენიოფი “ფეისბუქის“ გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს

A+ A-

11:52 18/10/2019
“დროა “ფეისბუქი” დაიშალოს” , – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდელმა, მარკ ბენიოფმა განაცხადა.
 
მილიარდერი განმარტავს, რომ სოციალური ქსელი დამოკიდებულებას იწვევს, რაც კარგი არც ზრდასრულთათვისაა და არც ბავშვებისთვის.
 
“ის დამოკიდებულებას იწვევს, რაც არც თქვენთვისაა კარგი და არც თქვენი შვილებისთვის. Facebook- ი ავრცელებს ცრუ ინფორმაციის შემცველ პოლიტიკურ რეკლამებს, გარდა ამისა, სხვა კომპანიების მონაცემებს [Instagram, WhatsApp და სხვა პლატფორმები],  ურევს თავისაში. მას, როგორც მსოფლიოში უზარმაზარ სოციალურ მედია პლატფორმას, განუზომელი გავლენა აქვს და ვფიქრობ, დროა დაიშალოს”, - განაცხადა ბენიოფმა.
 
ცნობისთვის, მარკ ბენიოფი Salesforce-ის დამფუძნებელია.