7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ... - ბაია პატარაია
7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ... - ბაია პატარაია

A+ A-

16:20 17/10/2019

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქორწილში გადაღებული ვიდეო, სადაც 7 წლის გოგონა ცეკვავს. ბავშვს აცვია ძალიან მოკლე გაბა, აქვს მაკიაჟი და ვულგარული მოძრაობებით გამოირჩევა.

უფლებადამცველი ბაია პატარაია აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა:

"გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.

შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა.

#გოგონებისთვის" - წერს უფლებადამცველი " - წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.