ხაშურში დატრილებული ტრაგედია გრძელდება - შვილიშვილებისთვის მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები იბრძვიან​
ხაშურში დატრილებული ტრაგედია გრძელდება - შვილიშვილებისთვის მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები იბრძვიან​

A+ A-

22:12 16/10/2019

ხაშურში, სადაც ყოფილმა ქმარმა 32 წლის ნათია გოგალაძე მოკლა, ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი.

ობლად დარჩენილმა ბავშვებმა არ იციან, ვისთან უნდა იცხოვრონ. დაობლებული ბავშვებისთვის მოკლულისა და სავარაუდო მკვლელის მშობლები იბრძვიან. ობლების ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

13 წლის გოგონა და 9 წლის ბიჭი დედის მკვლელობისთვის ბრალდებული მამის მშობლებთან ცხოვრებაზე უარს ამბობენ.  ახლა ისინი დედის ოჯახში არიან და გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი მამის ოჯახში აღარც ბავშვების თემაზე საუბრობენ. მამას სოციალური სამსახურის მოთხოვნით მამობის უფლებას ჩამოართმევენ. მოზარდები ბოლო წლებში, სანამ დედა საზღვარგარეთ მუშაობდა, მამასთან ცხოვრობდნენ. სასამართლოს მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სოციალური სამსახური ხვალ მიმართავს.

ამ პროცედურის შემდეგ უნდა გადაწყდეს, რომელი ახლო ნათესავი აიღებს მზრუნველობას არასრულწლოვნებზე.

შეგახსენებთ, სასტიკი მკვლელობა ხაშურში 11 ოქტომბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა მაღაზიაში მყოფ ცოლს ჯერ ხელყუმბარა გაუხსნა, გაქცეულს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ყოფილი ქმარი კი დააკავეს. მათი ორი საერთო არასრულწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხი სასამართლომ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს.