საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა

A+ A-

00:45 16/10/2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში, სტუმრად გიბრალტარის ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

“ჯვაროსნებმა“ პირველ ტაიმში გიორგი ხარაიშვილისა და ჯაბა კანკავას გოლების წყალობით მოიგეს. მეორე ნახევარში მასპინძლები საკმაოდ გააქტიურდნენ და ორი გოლი გაიტანეს.

გათანაბრების შემდეგ, “ჯვაროსნები“ კვლავ გააქტიურდნენ და შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვიlითაიამ მეტოქის კარი მესამედ აიღო.

ამის შემდეგ, გულშემატკივარს მეტი გოლი აღარ უნახავს და საბოლოოდ ქართველთა გამარჯვებთ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მერე ტაიმში, ქართველთა მხრიდან გიორგი ხარაიშვილი, მეტოქესთან შეჯახებისას ისე დაშავდა, რომ მოედნიდან ექიმების დახმარებით გაიყვაეს. უცნობია ამ ეტაპზე, როგორია ხარაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.