დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს

A+ A-

18:32 15/10/2019

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობით გადმოინაცვლეს.

მსვლელობას და აქციას მოძრაობის „შეცვალე" და პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლებიც შეურთდნენ.

რაც შეეხება მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ცვლილება არ არის და ის ისევ პარალიზებულია.