“ოცნების“ “წაუგებელი“ სტრატეგია და ფანდი ოპოზიციური პარტიებისთვის
“ოცნების“ “წაუგებელი“ სტრატეგია და ფანდი ოპოზიციური პარტიებისთვის

A+ A-

14:34 15/10/2019

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ერთჯერადად ნულპროცენტიანი/ ბუნებრივი ბარიერით ჩატარდება, რაც ნაკლებად რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიებს შანს აძლევს, რომ საკუთარი წარმომადენელი პარლამენტში შეიყვანონ. ამასთან, აღნიშნული ბარიერის პირობებში ჩნდება სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების მაღალი შესაძლებლობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პარტიები  სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე  ვერ შეთანხდებიან, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება,  რაც “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შანსს კიდევ ერთხელ აძლევს.

“ქართული ოცნება“ რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ერთ-ერთ მომგებიან სტრატეგიად განიხილავს, ეს საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშიც ნათლად გამოჩნდა.

 “იმ შემთხვევაში, თუ  2020 წლის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა, მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.

რატომ ფიქრობს ირაკლი კობახიძე, რომ ხმათა 45% -ის მიუღებლობის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში დგება?! - პოლიტიკის ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ერთ-ერთი ვარიანტია, რომ “ქართული ოცნება“ 2020 წელს თანამშრომლობას არც ერთ პარტიასთან აპირებს.  

“ორი ვერსია არსებობს: პირველი, ფიქრობენ, რომ მათთან თანაშრომლობის სურვილი არავის გაუჩნდება. მეორე, იმდენად კონფრონტაციულია ხელისუფლება, რომ თანამშრომლობას არც ერთ პარტიასთან არ აპირებს“, -განაცახდა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, ექსპეტი განმარტავს, რომ მმართველი პარტია 2020 წელს ნულპროცენტიანი და რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, 5%-იანი ბარიერის პირობებში “წაუგებელი მოთამაშეა“.

“კომბინაცია ნულროცენტიანი ბარიერი პლიუს ვადამდელის შემთხვევაში,  5%-იანი ზღვარი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ წაუგებელი მოთამაშეა“,- განაცახდა “2020NEWS” -თან ხათუნა ლაგაზიძემ.

2020 წელს რომელი ოპოზიცური პარტიები მოინდომებენ “ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ჯერჯერობით, უცნობია. თავად მმართველი პარტის გაცხადებული აქვს, რომ მხვილ ოპოზციურ პარტიებთან, მათ შორის,“ნაციონალურ მოძრაობასთან“ და “ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.   

2020 წლის 31 ოქტომბერს საპრალმენტო არჩევნები  მთალიანად პროპროციული საარჩევნო სისტემისა და ნულპროცენტოიანი ბარიერის პირობებში გაიმართება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე