ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

A+ A-

10:02 15/10/2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მოხდა 60 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის პარკების, გრანულებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაცია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.