პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი ბავშვს დაეჯახა
პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი ბავშვს დაეჯახა

A+ A-

09:58 15/10/2019

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მაშინ მოხდა, როდესაც 13 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა.

მოზარდი ქალა-ძვლის ხაზოვანი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. პაციენტი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.