გიორგი გახარია დღეს სომხეთს ეწვევა
გიორგი გახარია დღეს სომხეთს ეწვევა

A+ A-

09:55 15/10/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა. მათივე ცნობით, ასევე მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

„პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.