ბოკერია ივანიშვილის ხელის ბიჭია - სააკაშვილი
ბოკერია ივანიშვილის ხელის ბიჭია - სააკაშვილი

A+ A-

10:19 14/10/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სატელევიზიო ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ის ივანიშვილის ხელის ბიჭია. 

„თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება!

P.s ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში! ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ, „მთავარ აქცენტებში“ სტუმრობისას „ევროპულ საქართველოსა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობას ყველა მიმართულებით დაშორდა.