“ევროპული საქართველო“ მსოფლიო პატრიარქმა მიიწვია - უგულავას პასუხი სააკაშვილს
“ევროპული საქართველო“ მსოფლიო პატრიარქმა მიიწვია - უგულავას პასუხი სააკაშვილს

A+ A-

13:56 13/10/2019

„ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ლიდერი  პატრიარქ ბართლომეოსის მიწვევით ჰალკის მონასტერში იმყოფება.

ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. 

„მართლა დროში მოგზაურობა გამოგვივიდა. პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევით დავრჩით ჰალკის მონასტერში, კუნძულ ჰაბილიადაზე. მონასტერში ადრე სემინარია იყო. ახლა ამ ულამაზეს ადგილას მხოლოდ ოთხი მორჩილი და ერთი უჩინარი თურქმენი მეცხვარე იყო. ყველაზე საინტერესო 26 წლის ნაკათოლიკარი მექსიკელი ბიჭი იყო. თეოლოგიურ დებატებს ვერც აქ ავცდით ცხადია. ყველას თავის ასოციაციები გაგვიჩნდა. სერგო რატიანი მორჩილად წასულ მასების სოციოლოგიის მკვლევარს კირკეგორზე ესაუბრებოდა ჩაბნელებულ დერეფანში. ბექა მინდიაშვილი და ირაკლი კიკნაველიძე ბიბლიოთეკაში გავარდნენ გათენებისთანავე. მე აბასთუმნის დანგრეული სანატორიუმი "ზეკარი" გამახსენდა და მთელი დღე აბასთუმანზე ვლაპარკობდი, ბავშვობაში ჩავვარდი. მონასტერი კუნძულის წვერზეა. აქ მანქანები არ დადიან და ჩვენც ფაეტონით მოგვიწია მგზავრობა. მოკლედ წავედით სტამბოლს და აღმოვჩნდით კონსტანტინოპოლის ლაბირინთებში, - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში დაადანაშაულა.

სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”.