ყველა, ვინც ნებისმიერი სახელწიფოს, ტერიტორიაზე არალეგიტიმურად იმყოფება, ტერიტორია უნდა დატოვოს - პუტინი
ყველა, ვინც ნებისმიერი სახელწიფოს, ტერიტორიაზე არალეგიტიმურად იმყოფება, ტერიტორია უნდა დატოვოს - პუტინი

A+ A-

15:04 12/10/2019

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირია უცხოური სამხედრო წარმომადგენლობისგან უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამის პარალელურად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მოსკოვი მზად არის, სირიიდან სამხედრო წარმომადგენლობა გამოიყვანოს, თუ ამას ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა მოითხოვს და მათი დახმარება აღარ დასჭირდება.

„ყველა, ვინც ნებისმიერი სახელწიფოს, ამ შემთხვევაში სირიის ტერიტორიაზე არალეგიტიმურად იმყოფება, ტერიტორია უნდა დატოვოს. ეს ყველა ქვეყანას ეხება,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 10 ოქტომბერს დაიწყო. როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა.

სირიის დემოკრატიული ძალები კი, საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.