ვაშინგტონი მოუწოდებს ანკარას, სასწრაფოდ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია, რათა „დაუყოვნებელი თავდაცვითი ქმედებების“ განხორციელება არ დასჭირდეს
ვაშინგტონი მოუწოდებს ანკარას, სასწრაფოდ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია, რათა „დაუყოვნებელი თავდაცვითი ქმედებების“ განხორციელება არ დასჭირდეს

A+ A-

13:17 12/10/2019

ვაშინგტონი მოუწოდებს ანკარას, სასწრაფოდ შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში, რათა არ დასჭირდეს „დაუყოვნებელი თავდაცვითი ქმედებების“ განხორციელება.

ასევე, პენტაგონი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სირიაში „თურქეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცნენ“. ინფორმაციას „CNN” ავრცელებს.

„კობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცნენ. აფეთება მოხდა რამდენიმე ასეულ მეტრში უსაფრთხოების ზონიდან, სადაც თურქებმა იციან, რომ შეერთებულ შტატებს თავისი ძალები ჰყავს განთავსებული“, - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, თურქეთის თავდაცვის უწყებამ უარყო ზემოთხსენებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ „ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ზიანი არ მიეყენებინათ შეერთებული შტატების ძალებზე“.

შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონების ქურთი ძალებისგან გაწმენდასა და ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას

. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის აღნიშნული რეგიონიდან ჯარები გაიყვანა. ქურთებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდნენ, ტრამპის ამ ნაბიჯს, „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.