დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ

A+ A-

11:52 11/10/2019

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. თუ კი მშვიდობიან მიმართვებს შედეგი არ მოჰყვება, ისინი გაფიცვას გეგმავენ.

მუზეუმის თანამშრომლები დღეს დილიდან შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ. როგორც დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა აცხადებენ , მათ უკვე გამოიყენეს ყველა შესაბამისი პლატფორმა უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა ამ დრომდე სამინისტროსგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

როგორც მუზეუმის დირექტორი, ლილი ბერაია აცხადებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე ვადებზე, თუ როდის შეიცვლება ვითარება არ საუბრობენ.