წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება, ეს მოხდა შიდა აქტით - ჯანეზაშვილი საკუთარ დიპლომში არსებულ შეუსაბამობაზე
წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება, ეს მოხდა შიდა აქტით - ჯანეზაშვილი საკუთარ დიპლომში არსებულ შეუსაბამობაზე

A+ A-

18:57 10/10/2019

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის სასწავლებელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სწავლობდა, განხილვის საგანი ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომიც გახდა, რომელშიც გარკვეული შეუსაბამობა არის აღმოჩენილი.

კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომში, წერია, რომ მან "ნოდარ დუმბაძის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი" 2002 წელს დაამთავრა, ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტს აღნიშნული სახელი 2003 წელს მიენიჭა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ “წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ არის დიპლომში ასეთი შეუსაბამობა“.

“არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება, ეს მოხდა შიდა აქტით, შიდა გადაწყვეტილებით, რომელიც შემდგომ აისახა რეესტრში. ჩემს დიპლომს თადუმაძისგან განსხვავებით, ბეჭედი, საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმოწერა და ყველა ის რეკვიზიტები აქვს, რაც საჭიროა. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომში, სხვა დარღვევებთან ერთად, შემდეგი შეუსაბამო გარემოება ფიქსირდება, კერძოდ, “თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტურს“, სადაც  შალვა თადუმაძე სწავლობდა, 2003 წელს სახელი შეეცვალა და “ნოდარ დუმბაძის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი დაერქვა“. მთავარი პროკურორის დიპლომში კი, რომელიც თადუმაძემ 1998 წელს აიღო, მითითებულია, რომ მან “ნოდარ დუმბაძის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ დაამთავრა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე