ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა

A+ A-

17:47 10/10/2019

ოკუპირებული აფხაზეთის ახალადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო მთავრობის წევრთა გადადგომის თაობაზე კოლექტიური განცხადება მიიღო.  

„აფხაზეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ შესახებ დე ფაქტო კანონის მე–11 და მე–12 მუხლების თანახმად, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის წევრები ახალადარჩეული „პრეზიდენტის“ წინაშე უფლებამოსილებას იხსნიან.  დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის წევრები ახალი“ მთავრობის“ ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.