ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა სახელმწიფოს 690 000 ლარი დაუჯდა
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა სახელმწიფოს 690 000 ლარი დაუჯდა

A+ A-

17:14 10/10/2019

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც რამდენიმე თვეა უფუნქციოდ დარჩა მისი შენახვა სახელმწიფოს 690 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს“.

მათივე ცნობით, ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, შენობის ასაშენებლად 326 მილიონი ლარი დაიხარჯა. თანხის ნაწილი, 144 მილიონი ლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ხოლო 181 მილიონი ლარი სახელმწიფო ქონების გაყიდვით შედეგად შეგროვდა. 2019 წელს პარლამენტის შენობა ქუთაისიდან, ისევ თბილისში დააბრუნეს. დღესდღეობით ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა საქართველოს პარლამენტის ბალანსზე ირიცხება. შენობა უფუნქციოა და კვლავ უცნობია რა ფუნქციას შეიძენს, შენობა რომლის აშენება და შენახვა სახელმწიფოს მილიონები დაუჯდა. ყოველწლიურად შენობის მოვლა-შენახვაზე იხარჯება თანხები ბიუჯეტიდან. საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს ქუთაისის შენობის შენახვა 2017 წელს - 1,091,294 ლარი, 2018 წელს 1,260,557 ლარი დაუჯდა, ხოლო 2019 წელს 8 თვის განმავლობაში 689 326 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ელექტროენერგია - 398,290 ლარი, წყალი - 201,050 ლარი, ბუნებრივი აირი - 89,986 ლარი. 8 თვის მანძილზე უფრო მეტი დაიხარჯა უფუნქციო შენობის შენახვაზე ვიდრე მთელი წლის მანძილზე დაიხარჯება: ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე (400 000ლ) ქალაქ ქუთაისის განათლების ღონისძიებებზე (150 000ლ) ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე (200 000ლ)

შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან გადაწყდა,რომ პარლამენტი ქუთაისიდან დედაქალაში დაბრუნდებოდა.