მამუკა მდინარაძემ პატრონი დაკარგა - ეკა ბესელია
მამუკა მდინარაძემ პატრონი დაკარგა - ეკა ბესელია

A+ A-

17:07 10/10/2019

10 კაციანი ბოროტების სია შევაჩერე !...კობახიძე ... ზარდიაშვილი...შემდეგი ვინ იქნება გამოჩდება ცოტა ხანში... - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელია წერს.

როგორც ბესელია აღნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პატრონი დაკარგა. “არც პარტიას გააკარებენ ( ძალიანაც კი უნდოდა) და არც სხვა რამეებს რასაც ეპოტინებოდა. მისი პატრონი ჩინჩალაძე რაიმეს მოუფიქრებს, მაგრამ მდინარაძემ კი დაკარგა პატრონი. ეგონა ისეთი ფალავანი ჰყავდა, რომ ტრაბახობდა ეგ რომ მიუშვა (არ ვასახელებ ვინაობას ) .... ჩამოაგდებსო....

თვითონ კი დაენარცხა და მხოლოდ მარცხენა გახდა ამისთვის საკმარისი... ასეთებმა (ოხანაშვილი, კობახიძე, კილაძე , მათიკაშვილი...) დაანგრიეს და თავდაყირა დააყენეს პარლამეტიც და პარტიაც! რაც მთავარია ქვეყანა ზიანდება ასეთების სახელმწიფო სადავეებთან მიშვებით. გვიან მიხვდა ,მაგრამ მაინც ვინც უნდა მიმხვდარიყო, თუმც ზიანია დიდი უკვე მათთვის! მოკლე დროში შედეგი : 10 კაციანი ბოროტების სია შევაჩერე ! კობახიძე ... ზარდიაშვილი... შემდეგი ვინ იქნება, გამოჩდება ცოტა ხანში ... მე ბრძოლას ვაგრძელებ და არასოდეს ვჩერდები შუა გზაზე!“, - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.