უნივერსიტეტი, რომელშიც მოსამართლეობის კანდიდატმა ერემაძემ განათლება მიიღო, დღეს არ არსებობს
უნივერსიტეტი, რომელშიც მოსამართლეობის კანდიდატმა ერემაძემ განათლება მიიღო, დღეს არ არსებობს

A+ A-

16:56 10/10/2019

სადავო დიპლომების საკითხზე კითხვები, შალვა თადუმაძის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის, მირანდა ერემაძის განათლების შესახებ გაჩნდა.

"კურიერი" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს ესაუბრა, რომლის დიპლომიც ასევე სადაო გახდა. მირანდა ერემაძე, ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა. ეს ინსტიტუტი ამ დროისთვის აღარ არსებობს, თუმცა როგორც თავად ერემაძე აცხადებს, თავის დროზე ის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და შემდეგ საფეხურებზე ამის გამო პრობლემები არ შექმნია.

"ეს გახლდათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ლიცენზირებული მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. დიპლომი მაძლევდა  და მაძლევს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას და არ მზღუდავდა არანაირ თანამდებობაზე გამწესებაში. მეც მომიწია სასამართლოში ჩემი უფლების დაცვა, რასთან დაკავშირებითაც არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება," - განაცხადა მირადა ერემაძემ.