მოსამართლეს შიგნით “ქართული ოცნების“ მაისური აცვია - ნიკა მელია
მოსამართლეს შიგნით “ქართული ოცნების“ მაისური აცვია - ნიკა მელია

A+ A-

16:16 10/10/2019

ეს ადამიანი მოსამართლე არ არის. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, - ამის შეასხებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, მოსამართლე გიორგი კერატიშვილი მას შემდეგ რაც ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

„დარბაზიდან გამოსვლისას მე მას ვუთხარი, რომ ხალხო, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, სანამ ჩვენ სიმართლეზე საუბარს არ შევეჩვევით, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია "ქართული ოცნების" მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურერებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოდიან „ზონდერ მოსამართლეები“ და ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონი ეს ადამიანი გახლავთ. არ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნა- არმოხსნის საკითხი დროზე განეხილა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.