სულიერად გვაწამებთ - ინაშვილი “ოცნების“ წევრებს
სულიერად გვაწამებთ - ინაშვილი “ოცნების“ წევრებს

A+ A-

15:14 10/10/2019

“სულიერად გვაწამებთ“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ.

მისი თქმით, „სისხლიან რეჟიმზე“ ლაპარაკი უკვე ცინიკურ პლანზე მიდის. დეპუტატი დასძენს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანებს ფიზიკურად აწამებდნენ, მოქმედი ხელისუფლება კი- სულიერად.

“რას მიაღწია "ქართულმა ოცნებამ", რომ უკვე ცინიკურ პლანზე მიდის სისხლიან რეჟიმზე ლაპარაკი. "ქართულ ოცნებაზე" ახია, რაც ხდება, მაგრამ ხალხმა რა დააშავა თქვენ ხელში. იმათ ხელში ხომ ფიზიკურად ხდებოდა ადამიანების წამება, თქვენ სულიერად გვაწამებთ. სულიერი წამებაა, რაც ამ დარბაზში ხდება. არ ვიცნობდე მაინც, ადეიშვილის ერთი ყოფილი მოადგილე კახიძე, მეორე ყოფილ მოადგილეს სამართლებრივ საკითხებზე ლექცია ჩაგვიტარეს. თქვენი ლექციები ჩვენ არ გვჭირდება, როგორღაც ჩვენც გვესმის რაღაცა და წაკითხული მაქვს, იმის მიუხედავად, რომ პროფესიით ტელეჟურნალისტი ვარ. აქ ლაპარაკი ფუნდამენტურ პრინციპულ საკითხებზეა და ადამიანების ბედზე როცა ვლაპარაკობ, ნორა კვიციანი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლომ გაამართლა და ყველა ნაწილში მოუხსნა ბრალი. ახლა ვინ დავსაჯოთ ჩვენ? ვის მოვთხოვოთ პასუხი ამის გამო, რომ 7 წელი ადამიანი უკანონოდ ადამიანი იყო ციხეში, აი, თქვენ რომ ადეიშვილის მოადგილე იყავით, იმ სისტემის "წყალობით" და ვითომ არაფერი, იგივე ნორა კვიციანის მოსამართლე ახლა უვადო მოსამართლედ არის გაშვებული”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.